აჩუქე წიგნი
წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია. წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. უკვე მეოთხე წელია მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით საქართველოში იმართება კამპანია #აჩუქეწიგნი და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს ჩუქნიან.