#აჩუქეწიგნი

აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, 23 აპრილს კი მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  ეს დღე წიგნის კითხვის ზეიმია, წიგნის ძალაზე, ავტორთა უფლებების დაცვაზე დააფიქრებს მკითხველს.

წიგნის დღის აღსანიშნავად “ევროპულ სკოლაში“ რამდენიმე შეხვედრა და აქტივობა  ჩატარდა:

  • გიორგიკეკელიძე – “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ,,ბიბლუსის“ წარმომადგენელი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის ჩუქების მნიშვნელობაზე;
  • მოსწავლეებმააჩუქეს ერთმანეთს წიგნები;
  • მოზარდებმაშეაგროვეს წიგნები და გაუგზავნეს ოკუპირებულ ხაზთან მდებარე სოფ. კარბის საჯარო სკოლასის თანატოლებს;
  • საქართველოსკალიგრაფიის ასოციაციის კალიგრაფებმა სკოლაში ჩაატარეს კალიგრაფიის მასტერკლასი;
  • ლადოზირაქიშვილი – თსუ არაბული ენის ფილოლოგი ესაუბრა მოსწავლეებს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე;
  • უფროსკლასელებსშეხვდა ფილოლოგი ნანა მრევლიშვილი და  “ძველი ქართული ხელნაწერების” თემაზე ესაუბრა მათ.
Share on: