“ალმას თასი - 2019“
20-23 ნოემბერს სტუდენტური გაერთიანება “ალმა მატერის“ ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში “ალმას თასი- 2019“.
ტურნირში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები და პარტნიორი სკოლების – “ევროპული სკოლის“, თბილისის 23 და 98 საჯარო სკოლების, საფეხბურთო გუნდები.
ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
ფინალში გამართული ასპარეზობის შედეგად “ევროპული სკოლის“ გუნდმა მე-3 ადგილი მოიპოვა.
საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:
I ადგილი – “ ვასკო და გამა“ – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
II ადგილი – “რეალ მატერი“ – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
III ადგილი – “ ევროპული სკოლა“ – ევროპული სკოლა.
ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულ გუნდებს გამარჯვებულთა თასი, მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.