“ART ფესტივალის“ გამარჯვებულები
“ევროპული სკოლის“ ჰიპ-ჰოპის კლუბის მოცეკვავეებმა “ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის“ ორგანიზებით გამართულ “ART ფესტივალზე” წლის საუკეთესო მოცეკვავეებისა და ლაურეატის წოდება მოიპოვეს. კონცერტი 23 ოქტომბერს “პროფკავშირების კულტურის ცენტრში“ გაიმართა და ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ორი საცეკვაო ნომერი განსაკუთრებული ოსტატობით წარმოადგინა. თანამედროვე ცეკვის სტუდიას კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დამდგმელი ქორეოგრაფი თემურ ქამხაძე ხელმძღვანელობდა.