აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპული სკოლის, ქართული პროგრამის მე-8 (ა,გ) კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი-აქცია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. 8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ხელნაკეთი ყელსახვევები, გულსაბნევები. მოეწყო ფილმის ჩვენება და ანალიზი.
პროექტის მიზანი: გავზარდოთ მოსწავლეების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე ხელი შევუწყოთ აუტისტი ბავშვების უფლებების დაცვას და რეალიზაციას, სტიგმის მსხვრევასა და ტოლერანტული კულტურის ხელშეწყობას. მოსწავლეებმა აქტივობები ჩაატარეს კოორდინატორ მარინა მელიქიძისა და ფსიქოლოგ ქრისტინე კარანაიას ხელმძღვანელობით.