ბავშვები ბავშვების მხარდასაჭერად
როგორც იცით, შატილის სკოლა-პანსიონი შარშან დაიწვა. იმავე დღიდან, როცა ეს ფაქტი მოხდა, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა შატილელი თანატოლების დასახმარებლად კამპანია #შენცშემოგვიერთდი წამოიწყეს. ბავშვები ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დაიწყეს სასკოლო ნივთების შეგროვება. წიგნები, სახელმძღავენელოები, ფოტოაპარატი, ბურთები, საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერის აქსესუარები და სასწავლო რესურსები მცირე ჩამონათვალია იმ საჩუქრებისა, რომელიც შატილში გასაგზავნად შეგროვდა.
ჩვენს ინიციატივას “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიც” შეუერთდა და 8 კომპიუტერი გადასცა საჩუქრად შატილის სკოლას.
სკოლა სრულად აღჭურვა “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” და “დავით ბეჟუაშილის განათლების ფონდმა”. პანსიონს ახლა ყველა საჭირო ინვენტარი აქვს: სასკოლო თუ საყოფაცხოვრებო საგნები, გაზქურა, მაცივარი, საწოლები, კარადები, ლეიბები და ბალიშები, სპორტული და საკანცელაირო ნივთები. ყოველივე, რაც სკოლა-პანსიონმა ითხოვა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ უკვე ჩაიტანა ადგილზე და შატილის ახალ სკოლაშია განთავსებული.
პანსიონის შენობის მშენებლობა დასრულებულია, საჭირო სასკოლო და საცხოვრებელი ინვენტარი შეძენილია და უკვე ადგილზეა.