ბავშვთა უფლებები
27 თებერვალს,“ ბავშვის უფლებათა“ კვირეულის ფარგლებში, ევროპულ სკოლაში, გაიმართა შეხვედრა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით.
შეხვედრა გახსნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა დავით სიმონიამ, მან სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სერვისებისა და პროექტების შესახებ.
შეხვედრის მეორე ეტაპზე სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსმა ნანო ვაჭარაძემ ისაუბრა ბავშის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ასევე მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ბულინგი, ინკლუზიური განათლება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. შეხვედრის ბოლოს სამსახურის ფსიქოლოგებმა: ქეთი ჯაყელმა და ნინო ჩაჩავამ, პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა ჩართულიყვნენ დისკუსიაში.