ბრიტანეთის საბჭო
ბრიტანეთის საბჭოს, როგორც “ევროპული სკოლის” პარტნიორს ქართული პროგრამის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით თითოეული მოსწავლისათვის შემუშავებული აქვს ინგლისური ენის სწავლების მაღალი ხარისხის სილაბუსი, რომელიც ეფუძნება ბრიტანეთის საბჭოს 70 წლიან სწავლების გამოცდილებას, გამყარებულს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ სასწავლო ცენტრებსა და სკოლებში დემონსტრირებული საუკეთესო შედეგებით.
ბრიტანეთის საბჭოს სილაბუსში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციის დახმარებით ბავშვების თავდაჯერებულობის გაზრდაზე, პროექტებსა თუ დავალებებზე ორიენტირაბულ სწავლებაზე. ეს ხელს უწყობს როგორც დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ისე ტრადიციული ენობრივი კომპეტენციის უნარების და სისტემების შესწავლას. უმეტესწილად ჩვენი ყურადღების ობიექტი საუბარი და წერაა, რომლებიც 21-ე საუკუნეში შრომის ბაზარზე მოთხოვნად და უმნიშვნელოვანეს უნარებს წარმოადგენს.
მასწავლებლებს პირველიდან მესამე კლასამდე საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ეხმარებიან ასისტენტები. შესაბამისად, ბავშვებს ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების უფრო მეტი საშუალება ეძლევათ. სწავლების კრეატიულ და მოტივაციურ მიდგომასთან ერთად გამოიყენება შეფასების სრულყოფილი სისტემა, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეების პროგრესზე.