ჩვენ პირველი CIS სკოლა ვართ საქართველოში
6 სექტემბერს “ევროპულ სკოლაში“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. წელს ჩვენი სკოლა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტებული პირველი სკოლა გახდა საქართველოში და ამიტომაც ისაუბრეს CIS მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარადგინა ახალი სასწავლო წლის სამომავლო გეგმები და განსაზღვრა სტრატეგიული მიზნები.
პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების ხელმძღვანელმა ბრაის ბომომ და საბაზო საფეხურის (IB MYP) პროგრამის ხელმძღვანელმა რიზ ხანიმ. ისაუბრეს IB სწავლების ახალ მეთოდებსა და სპეციფიკის შესახებ.
ახალი სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმები წარადგინეს AHS-ის დირექტორმა ირმა ბაბარბაქაძემ, PYP პროგრამის კოორდინატორმა დინარა რისმაგამბეტოვამ და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა.