ციფრული ტრანსფორმაცია
ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნა “ევროპული სკოლის“ უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. იყენებს რა ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, კომიტეტი ეხმარება მოსწავლეებს იმ ცოდნისა და უნარების შეძენაში, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევის საწინდარია. კომიტეტის ამოცანაა, წაახალისოს მასწავლებელები, გამოიყენონ ტექნოლოგიები და შექმნან ციფრული სასწავლო რესურსები, რათა მოსწავლეებმა უფრო ეფექტიანად და მეტი პასუხისმგებლობით ისწავლონ. კომიტეტი ასევე მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინოვაციებისა და ინიციატივების ხელშეწყობას და მშობელთა ჩართულობას სწავლის პროცესში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად. ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის არსებობა არის საუკეთესო გამოხატულება “ევროპული სკოლის“ ძალისხმევისა, არ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მოამზადოს მოსწავლეები მომავლის გამოწვევებისთვის.
კომიტეტის საქმიანობის ნაწილია:
- მოაწყოს პროფესიული განვითარების ტრენინგები მასწავლებელთათვის, რათა მათ შეძლონ ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლებაში;
- წაახალისოს ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ონლაინ პლატფორმების, ვირტუალური რეალობისა და სხვა ინტერაქციული საშუალებების ინტეგრაციის გზით;
- შექმნას ციფრული სასწავლო რესურსები და აქტივობები, რომლებიც ინდივიდუალური მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული;
- ჩართოს მშობლები სახლში შვილების სწავლის პროცესში მათი ინფორმირებულობისა და ტექნოლოგიური რესურსებით უზრუნველყოფის გზით;
- წაახალისოს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სწავლის პროცესში ახალი ტექნოლოგიების, სწავლის ახალი მეთოდების მოსინჯვის, პროექტებისა და ინიციატივების დანერგვის გზით.
საბოლოოდ, ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიზანია, სკოლა გახდეს ტექნოლოგიურად განვითარებული, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სივრცე, სადაც მოსწავლეები აღჭურვილნი არიან 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით.