#ციფრულიტრანსფორმაცია #ციფრულიტექნოლოგიებისკვირეული
“ევროპული სკოლის“ მათემატიკის, ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტებმა ციფრული ტექნოლოგიების კვირეული გამართეს. კვირეულის მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე დაკვირვება და ეფექტიანი გამოცდილებების გაზიარება მასწავლებლებს შორის.
ჩვენმა პედაგოგებმა სწავლების თანამედროვე მიდგომების, უახლესი ტექნიკური და საგანმანათლებლო რესურსის სინთეზით საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დემონსტრირება მოახდინეს ღია გაკვეთილებზე. მასწავლებლებმა გამოიყენეს სოკრატეს მეთოდი, კორნელის ჩანაწერების სისტემა, შებრუნებული საკლასო ოთახის და სხვა ინტერაქტიული მეთოდები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის გასავითარებლად. გაკვეთილებზე მათემატიკური ამოცანების ვიზუალიზაცია და გადაჭრა აპლიკაციების: GeoGebra, Desmos, Kahoot, Khan Academy, XtraMath აქტიური გამოყენებით ხორციელდებოდა. ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე Picker Wheel, MindMeister, Canvas, Jamboard და Artsteps-ით მოსწავლეებმა შექმნეს ლიტერატურული თამაშები, პრეზენტაციები, გონებრივი რუკები, ვირტუალური გამოფენები და სხვ.
ციფრული ტექნოლოგიების კვირეული მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლების პროცესში “ევროპულ სკოლაში“, ზრდის მოსწავლეთა ინტერესს სწავლისადმი და აფართოებს მათ ჰორიზონტს.