დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პრაქტიკაში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ევროსაბჭოს პროგრამა “პესტალოცის“ ფარგლებში საქართველოში 4-დღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის თემა იყო “დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პრაქტიკაში“. საერთაშორისო სემინარში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი განათლების სპეციალისტს შორის იყვნენ “ევროპული სკოლის “საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების ( IB) ხელმძღვანელი ქრისტო სტეინი და ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი ნანა ფაცია, რომელთაც “ევროპულ სკოლაში“ დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობის მიზნით არსებული პრაქტიკა გაუზიარეს კოლეგებს.