დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში
22 აპრილი დედამიწის დღეა. 2020 წელს, დედამიწის დღის 50-ე დაბადების დღისთვის მთავარ თემად შერჩეულია კლიმატის ცვლილება, როგორც დედამიწაზე კაცობრიობის მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარება არ იძლევა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებების და მარშების მოწყობის საშუალებას, თუმცა მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას დედამიწის დღესთან დაკავშირებულ ონლაინ აქტივობებში.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ონლაინ სწავლების ფარგლებში, მოამზადეს პრეზენტაციები: “როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას,“ “კლიმატის ცვლილება მთავარი გამოწვევაა“ “ დედამიწა ჩვენი სახლია“ და შექმნეს ინფორმაციული პოსტერები სახელწოდებით “მარტივი გზები დედამიწის დასახმარებლად.“ მათ სახლის პირობებში მიიღეს მონაწილეობა ისეთ გარემოსდაცვით აქტივობებში, როგორიცაა ბაღის დასუფთავება, ხის დარგვა და ა.შ.
დედამიწის დღის ღონისძიებების მიზანი, ციფრულ რეჟიმში აღნიშვნის პირობებშიც, რჩება უცვლელი: მოხდეს ადამიანების მობილიზება მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირებისთვის.