დიდი წარმატება ES “რობოტიკის კლუბის“ ა.შ.შ-ში
ჩვენი სკოლის “რობოტიკის კლუბის“ მოსწავლეები ა.შ.შ-ში გაემგზავრნენ და ქ. ოსვეგოში “ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ მოწყობილ Genius-ს ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი მოიპოვეს.
ოლიმპიადაში 75 ქვეყანასა და 35 შტატს შორის საქართველოდან “ევროპული სკოლის“ სამი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება საბუნებისმეტყველო საგნების წარმოჩენას და პრობლემური საკითხების გადაჭრას ეძღვნებოდა.
მოსწავლეებს ძალიან საპასუხისგებლო გამოსვლა ჰქონდათ. მათ რობოტს ევალებოდა გარემოში ხანძრის ევაკუაცია და ადამიანების გადარჩენა ყველაზე მოკლე დროში. “ევროპული სკოლის“ გუნდებმა ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა საუკეთსო მონაწილეთა ათეულში-მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიადის მონაწილეებმა: ლუკა ჯენევიზიმ, გიორგი დიღმელაშვილმა, ლევან კოტიშაძემ, ვახტანგ ლემოჯავამ და ნიკოლზ კობეშაიძემ მოინახულეს ნიაგარას ჩანჩქერი და რამოდენიმე ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობა, მოსწავლეები შთაბეჭდილებითა და ემოციებით დაბრუნდნენ ქვეყანაში.
ვულოცავთ მოსწავლეებს და ხელმძღვანელებს დავით ნოზაძეს და ირინა კოჭლამაზაშვილს დიდ მიღწევას და ვუსურვებთ მომდევნო წლებში შედეგის გაუმჯობესებას.