Duke University ევროპულ სკოლაში
17 სექტემბერს ევროპულ სკოლაში განსაკუთრებით საპატიო სტუმრები გვეწვივნენ: ა.შ.შ.-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Duke University-ს მიღების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე Anne Sjostrom და Duke Kunshan University-ის წარმომადგენელი Jennifer Bailey.
Duke University ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტებში მე-8 ადგილს იკავებს US News-ის რეიტინგის მიხედვით.
სტუმრებს მეგზურობა ჩვენმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა გაუწია და გააცნო ევროპული სკოლის ინფრასტრუქტურა და ახლადგახსნილი ინოვაციური STEM ლაბორატორია FabLab. ამის შემდეგ, მათ მოსწავლეებს ჩაუტარეს პრეზენტაცია, სადაც განიხილეს Duke-ის უნივერსიტეტის ისტორია, კულტურა და მისი მიღწევები კვლევით სფეროში. ევროპული სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს კონკრეტული რჩევები, თუ რა კრიტერიუმებს ანიჭებენ ისინი პრიორიტეტს მსოფლიოში ერთ-ერთ ტოპ უნივერსიტეტში ათასობით მსურველიდან მათი მომავალი სტუდენტების ასარჩევად.
მოხარულები ვართ, რომ ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ ევროპული სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი აპლიკანტები ხდებიან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოსახვედრად.