“ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში“ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა
“ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში” 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა “მე მიყვარს თეატრი“. ერთობლივი გამოფენის მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება თეატრითა და თეატრალური ხელოვნებით.
ხელოვანმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს: სცენები სპექტაკლებიდან, კოსტუმები, ტიპაჟი, დეკორაციები, პერსონაჟები და დეკორაციები წაკითხული საყვარელი ნაწარმოებებიდან და სხვ.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით.