ESTV

ევროპული სკოლის ტელევიზია

ESTV თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი საბავშვო სატელევიზიო სტუდიაა.
მის ძირითად ამოცანას სასწავლო პროცესის ხეშწყობა და დახმარება წარმოადგენს. იგი მოიცავს: საეთერო სტუდიას, სააპარატოსა და სამონტაჟოს, ასევე გახმოვანების სტუდიას. აქ მოსწავლეები ეუფლებიან ტელე-ჟურნალისტიკის საფუძვლებს, სწავლობენ სატელევიზიო ტექნიკის მუშაობის პრინციპს და პრაქტიკულად ახორციელებენ თავიანთ იდეებს, ქმნიან:
საინფორმაციო სიჟეტებს, სხვადასხვა თემატიკის საავტორო გადაცემებს, დოკუმენტურ ფილმებს სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე, მუსიკალურ კლიპებს, სოციალურ და სარეკლამო რგოლებს.
ESTV–ს ბაზაზე 2011 წლის 1 ივნისიდან ჩამოყალიბდა საბავშვო კინოსტუდია და საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა”, რომელშიც მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები. ფესტივალის პროგრამაშია: მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, მასტერკლასი, ვორქშოფი და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფესტივალი ყოველწლიურია და გამოავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში. კონკურსს აფასებს კომპენტენტური ჟიური.
2020 წელს განახლდა ESTV ს ტექნიკური ბაზა: სტუდია აღიჭურვა ბოლო თაობის ციფრული (CANON, SONY))ფოტო და ვიდეო კამერებით, “DRONE” კამერით , ვირტუალური (მწვანე) სტუდიით, ლოკალური და მხატვრული განათების და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით, მოძრავი და მყარი შტატივებით.