ევროპის კვირეული
“ევროპული სკოლა“ ყოველწლიურად აღნიშნავს ევროპის დღეს და ავითარებს მოსწავლეებში საკუთარი და სხვათა კულტურების, ენის, ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემას. ევროპის კვირეულის პროგრამა დაიწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებით “ მე და ევროპა“, რომელიც ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა წარუდგინეს მოსწავლეეებს.
კვირეულის აქტივობები მოიცავდა წიგნების: “მოგზაურობა ევროკავშირში“ და “მოდი გავიცნოთ ევროპა“ პრეზენტაციას, სახალისო ჯგუფურ თამაშებს, ქვიზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ, ნაციონალური კოსტიუმების დემონსტრირებას. პატარებმა წერილებიც დაწერეს ევროკავშირში გასაგზავნად.
ევროპის კვირეულის ღონისძიებები დასრულდა ევროპარლამენტის ინტერკულტურული განყოფილების ხელმძღვანელის რომან შტრასეს ვიზიტით.
მოსწავლეებმა სტუმართან ერთად იმსჯელეს საქართველო-ევროპის ურთიერთობაზე და საერთო ღირებულებებზე. ევროპის კვირეულის ფარგლებში “ევროპულმა სკოლამ“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა მნიშვნელოვან სტუმრებს, დებატებს, ინტერაქციულ პრეზენტაციებს, და ხაზი გაუსვა სკოლაში არსებულ კულტურულ მრავალფეროვნებას.