“ევროპული სკოლა“ დისტანციური სწავლების სამყაროში
დღევანდელ უპრეცედენტო რეალობაში, მოსწავლეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ”ევროპულმა სკოლამ” უმოკლეს დროში მოახერხა სრულყოფილი დისტანციური სწავლების პროგრამის შექმნა.
სკოლის აკადემიურმა და ტექნიკურმა გუნდმა პროაქტიურად უპასუხა გამოწვევებს, წინასწარ განსჭვრიტა მოსალოდნელი გართულებები, შექმნა მკაფიო გეგმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები,რამაც განაპირობა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა.
ევროპული სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ინოვაციისა და სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ყველა შესაძლებლობას იყენებენ, ონლაინ სწავლებას თავგადასავლების მაძიებლის სულისკვეთებით მიუდგნენ და არ შეუშინდნენ ჩვეული საქმის ახლებურად კეთებას. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად სწავლება განსხვავებულია და მასში დახელოვნება დროს მოითხოვს, მასწავლებელთა ენთუზიაზმმა, სკოლის მიერ ორგანიზებულმა პროფესიული განვითარების სესიებმა და ონლაინ სწავლების დასახვეწად შემუშავებულმა გაკვეთილებზე კოლეგების დასწრების პრაქტიკამ, შესაძლებელი გახადა სწავლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება ონლაინ რეჟიმშიც. მასწავლებლები იყენებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) და სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცების მიერ მოწოდებულ სასწავლო რესურსებს.
მოსამზადებელი კვირა დაიწყო იმის განსაზღვით, თუ ონლაინ სწავლების როგორ პროგრამას შევთავაზებდით მოსწავლეებს. სკოლის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სინქრონული ონლაინ გაკვეთილები არსებულ ცხრილთან მაქსიმალურად მიახლოებული განრიგით. ”ევროპულმა სკოლამ” რამდენიმე ეფექტური კომპიუტერული პროგრამა შეარჩია სხვადასხვა პროგრამისთვის. დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად გუნდმა გამოიყენა Microsoft საწავლო პლატფორმები, Google Hangouts და სხვა მექანიზმები.
დასაწყისშივე გაიწერა ის პოლიტიკები და პროცედურები , რომლის თანახმადაც წარიმართებოდა ონლაინ სწავლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების რისკების მართვას, შემუშავდა უსაფრთხოების გზები და ისეთი საშუალებები, რომლებიც სერვისებისა და პროცესების მაღალი ხარისხით მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით სკოლაში შეიქმნა ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი, რომლიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უწევენ მყისიერ დახმარებას და შესაძლებელს ხდიან, ვისწავლოთ და ვასწავლოთ ტექნიკური დაბრკოლებების გარეშე. “ევროპულ სკოლაში“ სხვა სერვისებიც ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში: სკოლის ფსიქოლოგები ზრუნავენ მოსწავლეთა კეთილდღეობაზე და მოზარდებს აძლევენ რჩევებს სტრესისა და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების მართვის კუთხით. მათთან შეხვედრები ტარდება როგორც ცხრილით გათვალისწინებულ საათებში, ასევე – არაგეგმიურად,
საჭიროებებიდან გამომდინარე. სკოლის ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდარია ონლაინ რესურსებით: JSTOR, Britannica, Learning A-Z და სხვ. აგრძელებს მოსწავლეთა მომსახურებას დისტანციურად. მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ აკადემიური ჩამორჩენა, მოსწავლეთა დახმარების ცენტრის პედაგოგები უტარებენ დამატებით მეცადინეობებს ასევე ონლაინ რეჟიმში.
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო”ინოვაციის დღეების” აღნიშვნა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები დისტანციურად ესწრებიან ინოვაციურ სტარტაპებს, მონაწილეობენ საინტერესო გუნდურ აქტივობებში რეალური მსოფლიო პრობლემების გადასაჭრელად. სკოლა მომავალ თვეებშიც გეგმავს სხვა საინტესო კლასგარეშე ღონისძიებებს.
ვინაიდან დისტანციური სწავლების პროგრამა ახალია, სკოლა აქტიურად ახდენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. მშობლებს ეგზავნებათ კითხვარები, რომლის საშუალებითაც აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. ისინი ასევე ესწრებიან მშობელთა კრებებს ონლაინ რეჟიმში და იღებენ ინფორმაციას მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ .
”ევროპული სკოლა” თავის სასწავლო რესურსებს სთავაზობს ფართო საზოგადოებასაც. წიგნიერების პოპულარულ ვიდეოგაკვეთილებსა და ონლაინ კითხვის საათზე წვდომა სხვა სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ.
”ევროპული სკოლა” დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ დისტანციური სწავლების პროგრამა უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანოს და მომხიბლველი გახადოს მოსწავლეებისთვის.
უახლოეს მომავალში, ონლაინ სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით, სკოლა გეგმავს მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რამოდენიმე ვირტუალური საკლასო ოთახისა და ლაბორატორიის გახსნას.
ონლაინ სწავლების სტრატეგიებით, პრაქტიკით, გაკვეთილებითა და დანერგილი სისტემებით ”ევროპულმა სკოლამ” აჩვენა, რომ ლიდერია საგანმანათლებლო ინოვაციებისა და განვითარების კუთხით.
თქვენი სკოლა თქვენს სამსახურშია!