“ევროპული სკოლა“ - საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში
სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში: სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპულმა სკოლამ” პირველმა მოიპოვა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტაცია.
CIS ლიდერი ორგანიზაციაა სკოლების შეფასების დარგში. მსოფლიოში აღიარებული CIS აკრედიტაცია არის მაღალი სტანდარტის საერთაშორისო განათლების მაჩვენებელი, რომელიც აადვილებს მოსწავლეების მიღებას მსოფლიო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
თვითშეფასების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესს, რომელშიც “ევროპულმა სკოლამ“ ძლიერი მხარეების და განვითარების პერსპექტივების იდენტიფიცირება მოახდინა, თან სდევდა ვიზიტი CIS შეფასების გუნდისა, რომელიც დაესწრო სასწავლო პროცესს, შეხვდა სკოლის საზოგადოების თითოეული რგოლის წარმომადგენლებს და სკოლის ცხოვრების ყველა მიმართულება შეაფასა საერთაშორისოდ აღიარებული CIS სკოლების სტანდარტებთან მიმართებაში.
“ევროპული სკოლისთვის“ CIS აკრედიტაციის მინიჭება ნიშნავს, რომ სკოლამ საერთაშორისო განათლების მაღალ პროფესიულ სტანდარტს მიაღწია და აცხადებს უწყვეტი განვითარების მზაობას.