“ევროპული სკოლის“ გუნდი წარმატებით გამოვიდა ჭადრაკის ოლიმპიადის პირველ ეტაპზე
12 აპრილს გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჭადრაკში — “ნონა გაფრინდაშვილის თასი“, სადაც წარმატებით იასპარეზა ევროპული სკოლის გუნდმა.
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ლეონი ქარდავა, დავით კიკვაძე, საბა ჭანკოტაძე და ანა ყუბანეიშვილი. მათ თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული თამაშით და მაქსიმალური ქულებით დაამარცხეს ოთხი სკოლა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ეტაპზეც.
ოლიმპიადა აერთიანებს ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების, სტრატეგიული უნარების განვითარებასა და სპორტული სულისკვეთების გაძლიერებას.
“ევროპული სკოლა“ მადლობას უხდის მონაწილე გუნდის წევრებს ღირსეული გამოსვლისთვის და წარმატებას უსურვებს მომდევნო ეტაპებზე!