“ევროპული სკოლის“ სამედიცინო ქოლ-ცენტრი
#ჩვენვზრუნავთ #ერთადდავამარცხოთCOVID19 #შენისკოლაშენთანაა
COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის პირობებში კვალიფიციურმა სამედიცინო მომსახურეობამ, გამოცდილი და სანდო სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. “ევროპული სკოლა“ პასუხობს პანდემიის გამოწვევებს სწორი სტრატეგიით, პროცესებითა და მოსამზადებელი სამუშაოებით. მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სკოლა ხსნის სამედიცინო ქოლ-ცენტრს. ექიმი ნ.ლომიძე დისტანციურად გააგრძელებს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებასთან კომუნიკაციას და შესთავაზებს მას სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არსებულ რეალობაში კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.
მიიღე კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია “ევროპული სკოლის“ სამედიცინო ქოლ-ცენტრში!