“ევროპულმა სკოლამ“ და ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოებამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

“ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ახალგაზრდა ექიმ მეცნიერთა საზოგადოებამ წარმომადგენლების, ენდოკრინოლოგ ნინო ბერეკაშვილისა და ელენე შალაშვილის შეხვედრა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან.

ექიმები მოსწავლეებს ესაუბრნენ პუბერტატულ ასაკში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე, ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე, პირადი ჰიგიენის დაცვასა და ენდოკრინოლოგიური ჯანმრთელობის საკითხებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ღონისძიება Procter & Gamble-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მოზარდებში ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კამპანიის მხარდაჭერით, მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ჰიგიენის სხვადასხვა საშუალება.

შეხვედრის დასასრულს, “ევროპულ სკოლასა“ და ახალგაზრდა ექიმ მეცნიერთა საზოგადოებას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სამომავლოდ მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინფორმაციო კამპანიებს ითვალისწინებს.

“ევროპული სკოლა“ მომავალშიც გააგრძელებს ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეების განათლებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.

Share on: