ფსიქოლოგიური სამსახური

“ევროპული სკოლის“ ფსიქოლოგიური სამსახური მოწოდებულია, უზრუნველყოს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესით და აქტიურად ჩართვა, მათი სასწავლო მოტივაციის გაზრდა, განმავითარებელი სწავლების ხელშეწყობა, მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება სასწავლო პროცესში, განვითარებასა და სწავლებაში მოსალოდნელი სირთულეების დროულად გამოვლენა და მათი დაძლევა.

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ფსიქოლოგიური სამსახური მუშაობას წარმართავს რამდენიმე მიმართულებით:

  • მუშაობა პედაგოგებთან – ფსიქოლოგიურ პრობლემებში გასარკვევად და მოსალონელი სირთულეების, რისკ-ჯგუფში შემავალი ბავშვების დროულად გამოსავლენად პედაგოგებს სისტემატურად უტარდებათ სემინარები, ტრენინგები, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები, ეწყობა პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმები, რომლის დროსაც ხდება ცალკეულ ბავშვებთან ან მოსწავლეთა ჯგუფებთან დაკავშირებული რთული სიტუაციების განხილვა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავება; ასევე სკოლაში სხვადასხვა ასაკობრივ  საფეხურზე ცალკეულ საკითხებზე (მაგ. “სოციალური სტატუსი ჯგუფში და მოსწავლის ქცევა“, “სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე“, “მოსწავლეთა სასკოლო მოტივაცია და სკოლისადმი დამოკიდებულების თავისებურებები“ და ა.შ.)ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევების შედეგების გაცნობა და საჭირო რეკომენდაციების მიწოდება;
  • მშობლებთან მუშაობა – მოსწავლეთა მშობლებთან სისტემატურად ტარდება შეხვედრები, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები, სემინარები, ტრენინგები ბავშვთა სწავლებისა და განვითარების საკითხებზე და მშობლის როლზე აღნიშნულ პროცესებში. მშობლებთან ასეთ შეხვედრებზე განხილული გვაქვს შემდეგი საკითხები: “პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“, “ბავშვი და კომპიუტერი“, “გარდამავალი ასაკის სირთულეები და მათი თავიდან აცილების გზები“ და ა.შ.
  • მოსწავლეებთან მუშაობა –მოსწავლეებთან ტარდება ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, საუბრები თვითშეცნობისა და თვითაღზრდის საკითხებზე, ასევე სასწავლო პროცესსა და ურთიერთობებში წარმოშობილი პრობლემების დასაძლევად.

სკოლას ჰყავსკვალიფიციურ ფსიქოლოგთა გუნდი ქართული და საერთაშორისო პროგრამებისთვის.

 

 

ქართული პროგრამის ფსიქოლოგი
ქეთევან ოსიაშვილი
keti.osiashvili@europeanschool.ge
ქართულის პროგრამის საბაზისო და საშუალო საფეხურის ფსიქოლოგი
მარიამ მეზვრიშვილი
m.mezvrishvili@europeanschool.ge
 PYP პროგრამის ფსიქოლოგი
მარიამ ხაბეიშვილი
mariam.khabeishvili@europeanschool.ge
 MYP პროგრამის ფსიქოლოგი
მარიამ დათუსანი
mariam.datusani@europeanschool.ge
ევროპული ბაღის ფსიქოლოგი
მარიამ ბიბილეიშვილი
m.bibileishvili@europeanschool.ge