გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!
“ევროპული სკოლის“ 21-მა წარჩინებულმა მოსწავლემ, გასული სასწავლო წლის დასასარულს შეჯამებული შედეგების საფუძველზე, მიიღო “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული“. უკვე რამდენიმე წელია “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას” შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მიღწევას.
დაწესებული გრანტი ენიჭებათ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით.
2019-2020 წლის მეორე სემესტრის გრანტოსნები არიან: ახალკაცი ლიზი, თედორაძე ნინო, გელაძე გიორგი, თვაური თემური, მურვანიძე მარიამი, ტალახაძე ლიზი, შუშანია ალექსი, გადელია ალექსანდრე, გობიანიძე ანასტასია, სააკაშვილი მარიამ, შოშიაშვილი ნუგზარ, დიასამიძე ანა, ზოდელავა ქეთევან, დარჩიაშვილი სოფო, ყუბანეიშვილი თორნიკე, ზედგენიძე სალომე, ჯოხაძე ელენე, ფანჯაკიძე ელენე, ქობლიანიძე ელენე, ოქრიაშვილი მარიამ და ცერცვაძე ნინი.
“ევროპული სკოლა“ ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებას უსურვებს მათ მომავალში!