ღია კარის დღე

29 მარტს “ევროპულ სკოლაში“ ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრა მშობლებთან სკოლის მთავარ დარბაზში ჩატარდა, რომელსაც სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე უძღვებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი და კომპანია “Future Laboratory“-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე.
დაინტერესებული მშობლებისთვის სკოლის ტური მოეწყო მოსწავლეების თანხლებით, შეხვდნენ პროგრამის კოორდინატორებს და ვიზიტი დასრულდა მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის ოფისში.
მადლობას ვუხდით ყველა მშობელს ვინც არჩევანი “ევროპულ სკოლაზე“ გააკეთა და გვანდო საკუთარი შვილის მომავალი.

Share on: