გიორგი კეკელიძე რეზო გაბრიაძის შესახებ
რეზო გაბრიაძე – მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი, მოქანდაკე, რომლის შემოქმედება არის ზღაპრული სამყარო, რომელშიც ადამიანები, საგნები, თოჯინები სიკეთით და იუმორით მოგვითხრობენ ადამიანურ ისტორიებს, ამ სამყაროს შემქმნელი კი ეთაყვანება თავის პერსონაჟებს, დიდსა თუ უმნიშვნელოს, ადამიანებსა თუ თოჯინებს. ალბათ, ამიტომაც უწოდა ამ კეთილშობილებით სავსე გენიალურ შემოქმედს ფრანგულმა გამოცემამ Le Monde “თბილისის ანგელოზი“.
“ევროპულ სკოლაში“ 17 ივნისს რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოზარდებს მისი ცხოვრება და შემოქმედება მწერალმა გიორგი კეკელიძემ და რეჟისორმა ირაკლი ჯაოშვილმა გააცნეს. მოეწყო რეზო გაბრიაძის ცხოვრების, ქუთაისში გატარებული ბავშვობის შესახებ გადაღებული ანიმაციური ფილმის ჩვენება : “ჰაი, ჰარალე დედაო!“ ღონისძიება ისეთივე კეთილი და თბილი იყო, როგორც რეზო გაბრიაძის მთლიანი შემოქმედება.