გრანტოსნები

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 20-მა მოსწავლემ 2021-2022 სასწავლო წლის I აკადემიური სემესტრის წარჩინებით დამთავრების შედეგად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მიერ დაწესებული გრანტი მოიპოვა.
გრანტი განკუთვნილია არა მხოლოდ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით გამორჩეული მოზარდებისთვის.
“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას“ შორის გრძელდება თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხიანი განათლების, მოსწავლეთა მოტივაციის, მომავალი თაობის წარმატების ხელშეწყობას.
ჩვენი სკოლის გრანტოსნები არიან: კვირკელია მარიამი, ხურცილავა ელენე, გოგუა ნია, ზირაქაძე რუსა, მესტვირიშვილი ნუცა, ყუბანეიშვილი საბა, ელბაქიძე ივა, გუგუშვილი გიორგი, კერვალიშვილი ალექსანდრე, მუხაშვილი ალექსანდრე, ჯაფარიძე ნია, თვაური თემური, ტალახაძე ლიზი, შენგელია ნიკოლოზი, შუშანია ალექსი, სააკაშვილი მარიამი, შოშიაშვილი ნუგზარი, წულაია ნიკოლოზი, მაისურაძე დავითი და ვარშალომიძე გვანცა.
Share on: