იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე
27 ოქტომბერი “დედა ენის“ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა უმასპინძლეს თანამედროვე “დედა ენის“ შემდგენელსა და საბავშვო მწერალს ნესტან კუპრავას, რომელმაც ისაუბრა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გააცნო მოსწავლეებს ფერადი მარცვლებით კითხვის შესწავლის მეთოდიკა. მოსწავლეებმა “დედა ენის“ ილუსტრაციების მიხედვით გამოძერწეს ფიგურები, განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: “თხა და გიგო,“ “მკვეხარა ქოთანი,“ “უსუნო ყვავილი“, პირეველკლასელებს კი საჩუქრად გადაეცათ “დედა ენა“ სამუშაო რვეულებთან ერთად.