ინოვაციური კვირეული
XXI საუკუნის ტექნოლოგიებში გაწაფული მოსწავლეები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას და ასეთი მეთოდებით უკეთეს შედეგებს აღწევენ.
“ევროპული სკოლის“ საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა თუ ინოვაციური ტენოლოგიების დეპარტამენტების ინოვაციურ კვირეულებში გამოიკვეთა, რომ ჩვენი მასწავლებლები, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების წასახალისებლად, ფეხს უწყობენ ცვლილებებს და ინოვაციებს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში ნერგავენ.
კვირეულების მსვლელობისას მასწავლებლებმა გამოიყენეს ისეთი სტრატეგიები და სწავლების მოდელები, როგორიცაა: 5E ციკლი (Engage, Explore, Explain, Elaborate, Evaluate), შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი, პროექტული სწავლება, გეიმიფიკაციის მეთოდი, კვლევაზე დაფუძნებული, პროექტზე დაფუძნებული, თანამშრომლობითი სწავლების, პერსონალიზებული სწავლების, ექსპერიმენტული სწავლების მეთოდები.
რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებზე აგებულ გაკვეთილებში დინამიურ და მიმზიდველ გარემოს ქმნიდა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მედიარესურსებისა და ისეთი საგნობრივი აპლიკაციებისა და პროგრამების ინტეგრირება, როგორიცაა: Vernier-ის სენსორები, Padlet, Quizlet, Canva, Desmos, Geogebra, Matlab, Maple, Simulink, Mathway, ChatGPT, Scratch, HTML და სხვ.