კამპანია “კაცები ზრუნავენ“
“კაცები ზრუნავენ“ გლობალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციას, მამაკაცების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, ჯანსაღი გარემოს შექმნას. კამპანიის ფარგლებში სპიკერები: დავით გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი ლიპარიშვილი “ევროპულ სკოლაში“ 11-13 წლის ბიჭებს შეხვდნენ, ისაუბრეს თანასწორობის, ემოციების ჯანსაღად გამოხატვის მნიშვნელობაზე, სოციალური მედიის გავლენაზე და სასარგებლო რჩევები მისცეს მოზარდებს.