ხელების დაბანის მსოფლიო დღე
“ევროპული სკოლისთვის“ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განათლება ჰიგიენის კუთხით. ხელების დაბანის მსოფლიო დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა ხელების სწორად დაბანის მნიშვნელობის გასააზრებლად, ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
წელს, “ევროპულ სკოლას“ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი ეწვია და კრეატიული აქტივობებით წაახალისა მოზარდებში ხელების საპნით დაბანა.