ხელოვნების კულტურათაშორისი სწავლება
პროექტის ფარგლებში “ხელოვნების კულტურათაშორისი სწავლება“, “ევროპულ სკოლას“ ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ციურიხისა და ლუცერნის ხელოვნების ინსტიტუტების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტის მიზანია მომავალი ხელოვნების მასწავლებელების პროფესიული გამოცდილების გამდიდრება, სკოლებში ხელოვნების სწავლების ადვოკატირება და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება.
სტუმრები შეხვდნენ სკოლის ხელმძღვანელობას, ხელოვნების პედაგოგებს, მოსწავლეებს, გაცნენ “ევროპულ სკოლაში“ ესთეტიკური საგნების სწავლების თავისებურებებს, სასკოლო პროექტებს, მოსწავლეთა მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.