კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია
28 მარტს ქართული პროგრამის ასამბლეა გაიმართა თემაზე “კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 კლასელებმა, რომელთა სტუმარი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ანი ჯანუყაშვილი.
ასამბლეის მიზანი იყო მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილების გავლენის გააზრება და განახლებადი ენერგიის როლის გააზრება გლობალური დათბობისა და გარემოს დაცვის პროცესში. ანი ჯანუყაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია სუფთა ენერგიას შეამციროს მავნე ემისიები, შეუწყოს ხელი მდგრად განვითარებას და შექმნას ეკოლოგიურად დაბალანსებული მომავალი.
გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, განახლებადი ენერგიის გამოყენება სერიოზული ნაბიჯია ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მომავლისკენ. ასამბლეამ დააფიქრა მოსწავლეები, თუ როგორ შეუძლია მათ პირადად მხარი დაუჭირონ გარემოს დაცვას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, მათ შორის ენერგიის მოხმარების გამჭვირვალობითა და მინიმალიზაციით.