კლუბების გამოფენა

“ევროპულ სკოლაში“ კლუბების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლობლობა, გასცნობოდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს. სპორტი, ხელოვნება, ენები, ტექნოლოგიები – ყველა მიმართულებით იყო საინტერესო შეთავაზება მოზარდებისთვის!
მოსწავლეებმა არა მარტო მიიღეს ინფორმაცია კლუბების საქმიანობის შესახებ, არამედ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და ვორქშოფებში, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეჰქმნოდათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც წლის მანძილზე კლუბების ფარგლებში მიიღებენ.
Share on: