კლუბი “LiKBaCaNa”
15 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქიმიის ლაბორატორიაში გაიმართა კლუბ “LiKBaCaNa”-ღონისძიება თემაზე – STEM – სამზარეულო.
კლუბის წევრებმა ხორბლის ფანტელებში ექსპერიმენტულად აღმოაჩინეს რკინის შემცველობა და
მათ მიერ Fablab-ში დამზადებული ატომის მოდელის საშუალებით სტუმრებს აუხსნეს რკინის მაგნიტური თვისებები, დაამზადეს მაიონეზი – ახსნეს ქიმიურად ემულსიის წარმოქმნის პროცესი, გამოაცხვეს პიცა ჯანსაღი ინგრედიენტებით და ბოლოს სტუმრებს შესთავაზეს თხევადი აზოტით გაყინული ქოქოსიანი რაფაელოს ბურთულები.