კონფერენცია

26 -28 იანვარს გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
27 იანვრის სესია დაეთმო ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას.“ევროპულ სკოლის“ დირექტორს, სოფიო ბაზაძეს ჰქონდა პატივი, დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნო “განსხვავებული კურიკულუმის, პრაქტიკისა და გამოცდილების თავისებურებანი და განხორციელების სპეციფიკა ევროპულ სკოლაში“.
საგანმანათლებლო სფერო სწრაფად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით და ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. “ევროპული სკოლა“ პასუხობს გამოწვევებს და შინაარსიან და ავთენტურ სასწავლო გამოცდილებას სთავაზობს მოსწავლეებს. სკოლას აქვს მუდმივი მზაობა, ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით საკუთარი გამოცდილებების, დანერგილი ინოვაციების გაზიარების გზით.

Share on: