კულინარიულ კონკურსი “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“
კულინარიულ კონკურსში “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“ VII –XII კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი კერძებით გაემრავალფეროვნებინათ და თანატოლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადათ სკოლის მენიუ.
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარი გუნდები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაბნენ კონკურსში საკუთარი კულინარიული ხელოვნების წარმოსაჩენად.
შეფასდა კერძების გემო, სიჯანსაღე, მორთვა და პრეზენტაცია.
საკონკურსო კერძებმა კომისიის მაღალი შეფასება დაიმსახურა. რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული კერძები. “ევროპული სკოლის“ მასტერშეფის მიერ მომზადებული კერძი სკოლის მენიუში დაინერგება ახალი სასწავლო წლიდან.