კვების სისტემა
“ევროპული სკოლა“ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სასადილოსა და კაფეტერიაში მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სთავაზობს მრავალფეროვან, ჯანსაღ და გემრიელ საკვებს, რომლის ოთხმოცდაათი პროცენტი მზადდება ადგილზე, ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მზარეულების მიერ. სასადილო ცდილობს, ძირითადად გამოიყენოს ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც ინარჩუნებს კვებით ღირებულებას მოკლე მანძილზე, ტრანსპორტირებიდან გამომდინარე. საკვების ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად კერძები მზადდება ყოველდღიურად, ახალი პროდუქტით. კვების მენიუ, რომელიც სასურველი ენერგიის დონეს უნარჩუნებს მოსწავლეებს მთელი დღის მანძილზე, შედგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
საუზმისა და სადილის მირთმევა შესაძლებელია სკოლის სასადილოსა და კაფეტერიაში, რომელიც ემსახურება დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს. საუზმისა და სადილის დროს მოსწავლეები ითვისებენ მაგიდასთან ქცევის წესებს, ურთიერთობენ თანატოლებთან კომფორტულ გარემოში. მოსწავლეებს შეუძლიათ, სახლიდან მოიტანონ საკვები, თუ არ სარგებლობენ სკოლის კვებით.
“ევროპული სკოლა“ I-III კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო ორჯერად კვებას (საუზმე და სადილი) მთელი სასწავლო წლის მანძილზე. IV-V კლასების მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთაც აქვთ სურვილი, შეუძინონ ბავშვებს ფასიანი კვების პაკეტი (საუზმე და სადილი), უნდა შეავსონ განაცხადი: https://shorturl.at/64tKG |
მოსწავლეებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, კერძები პირდაპირ სკოლის სასადილოში (შენობა A) ან კაფეტერიებში (შენობა A, შენობა B და შენობა C) შეიძინონ. შენობა B, C-ის კაფეტერიაში დამონტაჟებულია ციფრული მენიუს ხუთი დაფა, რომელიც შერჩევისა და გადახდის პროცესს ამარტივებს და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
იხილეთ ყველა ტიპის მენიუ:
მენიუ I-III კლასი, ფასიანი კვების პაკეტი (შენობა A)
მენიუ სასადილო და კაფეტერია (შენობა A)
მენიუ კაფეტერია (შენობა B, C)
შეფ მზარეული ბექა ბებნაძე |
სასადილოს მენეჯერი ლულუ ჩომახაშვილი |
შეკვეთა ციფრული მენიუს დაფის გ ამოყენებით შენობა “ბ”-ს კაფეტერიაში
Birthday Box
როგორ აღნიშნო დაბადების დღე “ევროპულ სკოლაში?“ დაბადების დღე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა და მას ყველა თავისებურად აღნიშნავს. თუმცა, ხშირად რთულია მისი ორგანიზება, როცა გასათვალისწინებელია სტუმრების რაოდენობა, ლოკაცია, გარემო. |