კვირეულის საგანმანათლებლო და ლიტერატურული ნაწილი
“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ განმავლობაში მთელი სკოლის მასშტაბით ჩატარდა ვიქტორინები და ლიტერატურული შეხვედრები:
ქათული პროგრამის მე-4 კლასელებმა პირველკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
სმარტ ოთახში მე-3 კლასელების მონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა, სადაც გუნდებად დაყოფილი მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
მე-7ა, მე-8ა და მე-8ბ კლასელებს შორის გაიმართა ისტორიულ-გეგოგრაფიული ვიქტორინა შვედეთის შესახებ. სადაც თემო თვაურის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება ლუკა ბოლქვაძის გუნდთან შეჯიბრის დროს. მოეწყო გადამწყვეტი ბლიც ტურიც. მოსწავლეებმა გამოავლინეს სიღრმისეული ცოდნა შვედეთის შესახებ.
კვირეულში ჩაერთნენ MYP პროგრამის მე-6 კლასელებიც, რომლებმაც სკოლის ბიბლიოთეკაში წაიკითხეს თავისი დაწერილი მოკლე მოთხრობები და გააოცეს თანატოლები მწერლობის ნიჭით.
ქართული პროგრამის პირველკლასელებმა კი სპეციალურად ამ კვირეულისთვის შვედეთიდან გამოგზავნილი პეპის და კარლსონის გასაფერადებები გააფერადეს და დერეფნებში გამოფინეს.
კვირეულის განამვლობაში მოეწყო საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სულ ახალი თარგმანების წაკითხვის.
“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულში“ ჩართული მოსწავლეები და პედაგიგები ადმინისტრაციისგან დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სერტიფიკატებით.