ლიტერატურული კვირეული

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კვირეულის პირველ ნაწილში რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა გააცოცხლეს ლიტერატურული გმირები, წიგნის კითხვის ხიბლი შეიგრძნეს და შემოქმედებითობის დემონსტრირება მოახდინეს.
მხატვარ ზალიკო სულაკაურის მასტერკლასი – მოზარდებმა პეპი გრძელწინდას ხატვა ისწავლეს და საკუთარი წარმოსახვით შექმნეს ილუსტრაციები.
საქველმოქმედო აქცია “პეპის მსგავსად”– პეპის სიკეთით შთაგონებულმა მოსწავლეებმა საჩუქრები გადასცეს “ლომისას წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის“ პატარებს.
კრეატიული წერა დიანა ანფიმიადთან ერთად – პოეტი და ენათმეცნიერი დიანა ანფიმიადი მოზარდებს საბავშვო ლიტერატურაზე ესაუბრა და მისცა შესაძლებლობა, დაეწერათ მოთხრობები ოთხი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ.

Share on: