მასწავლებელთა კონფერენცია
“ევროპულ სკოლაში“ 27 მაისს გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომელზეც აქცენტები განათლების მთავარ გამოწვევებზე, ახალ მიმართულებებსა და ტრენდებზე გაკეთდა. კონფერენციამ თავი მოუყარა მასწავლებლებს, მკვლევარებს, დარგის პროფესიონალებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან.
პლენარულ სესიაზე ექსპერტ-სპიკერებმა საკუთარი ხედვები და გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ქართული ენისა და ლიტერატურის, თანამედროვე ენების, მათემატიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, სოციალური მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციების პარალელურ სესიებზე “ევროპული სკოლის“ მასწავლებლებმა საკუთარი კვლევების შედეგები გაუზიარეს მონაწილეებს და იმსჯელეს განათლების მომავალზე.