ჩარიცხვის წესები
განაცხადის შევსებამდე, გთხოვთ, გაეცნოთ სკოლაში ჩარიცხვის წესებს.
ასაკობრივი ჯგუფები
მიგვაჩნია, რომ მოსწავლეები ასაკის შესაბამის კლასში არიან მეტად წარმატებულნი. დიფერენცირებული სწავლებით ვეხმარებით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს და უფრო დიდი აკადემიური მიღწევებისკენ ვუბიძგებთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებს. მოსწავლეებს ყოველთვის მათი ასაკისა და მიღებული სასკოლო განათლების გათვალისწინებით ვანაწილებთ შესაბამის შესაბამის კლასში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც:
- მეათე კლასში ან უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი მოსწავლე ინგლისურ ენას არ ფლობს იმდენად სრულყოფილად, რომ დაძლიოს უმაღლესი ამერიკული სკოლის ან საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამები.
ქართული პროგრამა
კლასი/ასაკი | ასაკი სექტემბრისთვის |
I (6-7) | 6 |
II (7-8) | 7 |
III (8-9) | 8 |
IV (9-10) | 9 |
V (10-11) | 10 |
VI (11-12) | 11 |
VII (12-13) | 12 |
VIII (13-14) | 13 |
IX (14-15) | 14 |
X (15-16) | 15 |
XI (16-17) | 16 |
XII (17-18) | 17 |
საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები
კლასი/ასაკი | ასაკი სექტემბრისთვის |
PYP I (6-7) | 6 |
PYP II (7-8) | 7 |
PYP III (8-9) | 8 |
PYP IV (9-10) | 9 |
PYP V (10-11) | 10 |
MYP VI (11-12) | 11 |
MYP VII (12-13) | 12 |
MYP VIII (13-14) | 13 |
MYP IX (14-15) | 14 |
MYP X (15-16) | 15 |
DP XI (16-17) | 16 |
DP XII (17-18) | 17 |
ამერიკული უმაღლესი სკოლა
კლასი/ასაკი | ასაკი სექტემბრისთვის |
ASAS VI (11-12) | 11 |
ASAS VII (12-13) | 12 |
ASAS VIII (13-14) | 13 |
ASAS IX (14-15) | 14 |
ASAS X (15-16) | 15 |
ASAS XI (16-17) | 16 |
ASAS XII (17-18) | 17 |
სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მე-6 კლასამდე
მე-5 კლასის ჩათვლით ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას;
- დაწყებით საფეხურზე თითოეული ჯგუფში ქართულ პროგრამაში 20-22-მდე აღსაზრდელია, საერთაშორისო პროგრამაში 15 აღსაზრდელი; ჯგუფების შევსების შემდეგ მოქმედებს სათადარიგო სია.
მე-6-დან მე-10 კლასამდე
- თითოეულ კლასში ქართულ პროგრამაში 20-22-მდე მოსწავლეა, საერთაშორისო პროგრამებში – 15 მოსწავლე. კლასების შევსების შემდეგ მოქმედებს სათადარიგო სია.
მე-11-12 კლასებში
- მოსწავლეები მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას;
- ფასდება, აგრეთვე, მათი მათემატიკური უნარები;
- თითოეული მოსწავლე ფასდება, რათა დავრწმუნდეთ რამდენად შეუძლია, თავი გაართვას სკოლის კომპლექსურ პროგრამებს;
- განიხილება, ვთავაზობთ თუ არა სასურველ საგნებს.
კლასებში გადანაწილება
თუ ასაკობრივ ჯგუფში ორი ან მეტი კლასია გაერთიანებული, სკოლის პოლიტიკის თანახმად, მოსწავლეები იმგვარად გადანაწილდებიან პარალელურ კლასებში, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ბალანსი ენობრივი კომპეტენციის, ეროვნული წარმომავლობის, უნარებისა და სქესის მიხედვით.
მშობლებს აქვთ თავიანთი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა ისინი არ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ჯგუფში იქნება მათი შვილი გადანაწილებული და ვინ იქნება მისი პედაგოგი. მოსწავლეებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრივილეგია ენიჭება სკოლის დირექტორს.
მოსწავლეთა ხელშეწყობა
სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახური. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობს ფსიქოლოგი კოორდინატორთან ერთად. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახურს.