ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე სპორტის კვირეული ჩატარდა, სადაც მოზარდებმა მხიარულ სტარტებსა და საფეხბურთო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. მეგობრულ მეტოქეობას თუ თანაგუნდელთა გამხნევებას დიდი ხალისი და ბედნიერი განწყობა ახლდა.
მოსწავლეებმა გუნდურობის, სპორტული უნარების, მონდომების დემონსტრირება შეძლეს და საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადეს სპორტულ თამაშებში.
მომავალში კიდევ მრავალ, სახალისო სპორტულ ღონისძიებას გპირდებით!