მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახური
“ევროპული სკოლის” მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვის სამსახურის მიზანია მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მათ ფიზიკურ, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა და გარემო პირობებთან ადაპტაციაში ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება.
სამსახური აერთიანებს: ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიცერს, ფსიქოლოგთა გუნდს, ექიმს და ლოგოპედს.
ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიცერი ფსიქოლოგთა გუნდთან ერთად უზრუნველყოფს:
- სკოლის მთელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით
- სკოლის პერსონალისა და მშობლებისთვის შესაბამისი ტრენინგებისა და ვორქშოპების ორგანიზებას
- მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ
- ძალადობის ფაქტის გამოვლენას და ასეთი შემთხვევისთვის შემუშავებული პროცედურების დაცვას
ფსიქოლოგი
ფსიქოლოგთა გუნდი ზრუნავს მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ინდივიდუალური თუ გუნდური კონსულტაციები მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებელთათვის ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნას, მათთვის თვითგამოხატვის საშუალების მიცემას, შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებისთვის კი სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვას. ფსიქოლოგთა გუნდი უზრუნველყოფს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს საჭირო ფსიქოლოგიური მასალით, სხვადასხვა სახის აქტივობებით, ტრენინგებითა და ვორქშოპებით.
ლოგოპედი
კვალიფიციური ლოგოპედი სათანადო დახმარებას უწევს მეტყველების დეფექტის მქონე სკოლის მოსწავლეებს და ასევე ბაღის აღსაზრდელებს. ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური მეცადინეობები.
ჩვენი სკოლის ლოგოპედიური კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო დიდაქტიკური თუ ტექნიკური მასალით. სამუშაო პროცესში ჩართულია ისეთი ნოვატორული მეთოდები, როგორებიცაა: ლოგორითმიკა, რელაქსაციური და ფსიქოთერაპიული მეთოდები, ლოგოპედიური მასაჟი როგორც სამეტყველო აპარატის, ასევე თითების.
ექიმი
“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა ჯანმრთელობა პრიორიტეტული საკითხია.
სკოლას გააჩნია საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარებისათვის სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. ექიმი მასწავლებლებთან ერთად ხელმძღვანელობს სკოლაში ფიზიკური აღზრდის სწავლებასა და ღონისძიებებს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად; ზედამხედველობას უწევს სკოლაში მოსწავლეთა სწორი კვების ორგანიზებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; სისტემატურად ატარებს სანიტარულ-ჰიგიენურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს.