მოსწავლეთა ლიდერობა "საბადოში"

ლიდერობის აკადემია “საბადო“ არის არაფორმალური განათლების უნიკალური ჰაბი, რომელიც მიზნად ისახავს აქტიური, პასუხისმგებლიანი და ეთიკური ლიდერების აღზრდას. “საბადო“ არის სივრცე, სადაც განათლება და გართობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

“ევროპული სკოლისა“ და “საბადოს“ პარტნიორობა განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, შეუერთდნენ ლიდერობის კურსებს, ჩაერთონ არაფორმალურ განათლებაში და მიიღონ გამოცდილება, რომელიც მათ მოამზადებს თანამედროვე სამყაროსთვის. ეს თანამშრომლობა ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, გახდნენ უფრო დამოუკიდებელი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი ლიდერები.