მოსწავლეთა პარლამენტის შეკრება
13 ნოემბერს, ახალი თავმჯდომარის-ანამარია იაკობიძის არჩევის შემდეგ, მოსწავლეთა პარლამენტი შეიკრიბა პარლამენტაის წევრების საპარლამენტო კომისიებში გადასანაწილებლად და ხელმძღვანელ პოზიციებზე ახალი პირების ასარჩევად.
მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ნიტა ბაქრაძე, პარლამენტის მდივნად -ლიზა ქირია. ხელმძღვანელ, სპორტის, საზოგადოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების კომისიებს კი უხელმძღვანელებენ ანამარია იაკობიძე, პაატა კალოიანი, ნიკოლოზ ბაღდავაძე, იზაბელა ჩიგოგიძე, ლუკა კინტრაია და ნიკა ქორჩილავა.
დასასრულს მოსწავლეთა პარლამენტის კოორდინატორი ქეთევან ნაჭყებია მოსწავლეებს ესაუბრა გლობალური მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, პარლამენტის წევრების ლიდერულ როლზე და მისცა მითითება, გაანალიზონ გლობალური პრობლემები, იმსჯელონ რომელიმე აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზაზე და განახორციელონ შესაბამისი ქმედება ”ევროპული სკოლის” მოსწავლეთა პარალამენტის სახელით.