მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია
18 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის STEAM სესია ჩატარდა. კონფერენციის დამსწრეები გაბედული ნაბიჯების, ექსპერიმენტების, გამოგონებებისა და შემოქმედებითობის დემონსტრირების სამყაროში აღმოჩნდნენ. გამომსვლელებმა წარმოადგინეს რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სამეცნიერო თემები, გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვები, საინჟინრო საქმეში გადადგეს პირველი ნაბიჯები, შექმნეს მატრიცული ეკრანი, განიხილეს თანამედროვე მხატვრების შემოქმედება, გამოთვალეს მათემატიკური კონსტანტა π და სხვ.
“ევროპული სკოლა“ მუდმივად სთავაზობს მოსწავლეებს შესაძლებლობას, შექმნან რაიმე ახალი. მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის STEAM სესია, რომელმაც გააერთიანა ფიზიკური და ვირტუალური საკონფერენციო გარემო, სწორედ ინოვაციებისა და ახალი იდეებისა გაჟღერების სივრცედ იქცა.