მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის შეხვედრა “ევროპულ სკოლაში“
“ევროპული სკოლის“ მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია არის დამატებითი შესაძლებლობა მშობლებისთვის, ითანამშრომლონ სკოლასთან და მიაღწიონ საერთო მიზანს, რომელიც მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობასა და საუკეთესო სასკოლო გამოცდილების შეთავაზებას ემსახურება.
ახალ სასწავლო წელს ასოციაციის პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართა. ვინაიდან წელს სკოლა დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, მშობლებმა თვალი გადაავლეს სკოლის მნიშვნელოვან მიღწევებს და ისაუბრეს სამომავლო ხედვების თაობაზე, მიიიღეს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის დეტალების, სტრუქტურის, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, შედგა PTA-ს ახალი თავმჯდომარეების წარდგენა, კომიტეტის განახლებული შემადგენლობის გაცნობა.