“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ"
ქართული პროგრამის მოსწავლეთა ინიციატივით “ევროპულ სკოლაში“ უკვე მეორედ ჩატარდა თამაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც მსგავსია პოპულარული თამაშისა “რა? სად? როდის?“და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
თამაში ამჯერად გერმანიას მიეძღვნა. მოზარდებისთვის გერმანიის ისტორიის, ტრადიციების თემაზე დაფიქრება იყო მიმზიდველი და სახალისო მოგზაურობა დროსა და სივრცეში, რომელმაც ნათლად დაგვანახა ინტერაქციული ღონისძიებით ცოდნის გაზიარების უპირატესობა.